კონტენტზე გადასვლა
IBERI

მიწოდება

მიწოდება მთელ საქართველოში, 2–3 სამუშაო დღეში. საფასური 7 ₾.

ბოლო განახლება: 23 აგვისტო, 2026

ვადა და ღირებულება

ამანათს კურიერი მოგიტანთ მითითებულ მისამართზე 2–3 სამუშაო დღეში, შეკვეთის დადასტურების შემდეგ.

მიწოდების საფასურია 7 ₾ და ემატება პროდუქციის ღირებულებას. საბოლოო ჯამი ჩანს კალათაში და შეკვეთის გაფორმებისას.

შაბათ-კვირა და უქმე დღეები არ ითვლება სამუშაო დღეებში.

სად ვაწვდით

ვაწვდით საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. თუ თქვენი ქალაქი სიაში არ არის, აირჩიეთ „სხვა“ და ჩაწერეთ ხელით.

რეგიონებში, სადაც კურიერს პირდაპირ მისამართზე მიტანა არ შეუძლია, ამანათი ჩაბარდება უახლოეს ფილიალში და დაგირეკავთ.

თუ სახლში არავინაა

კურიერი მიტანამდე დაგირეკავთ მითითებულ ნომერზე. თუ ვერ დაგიკავშირდით, ამანათი შენახული იქნება და მეორე მცდელობა განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.

თუ სამი მცდელობის შემდეგაც ვერ მოხერხდა ჩაბარება, შეკვეთა უქმდება. ასეთ შემთხვევაში დაგვიკავშირდით და ხელახლა გავაფორმებთ.

გადახდა მიღებისას

ბარათით ონლაინ გადახდა მალე ამოქმედდება. მანამდე შეკვეთა ფორმდება ტელეფონით: +995 599 10 99 33.

ამანათის გახსნა და ნივთის დათვალიერება კურიერის თანდასწრებით შეგიძლიათ.